მსგავსი განცხადება თუ ბრალდება მოსამართლეების მიმართ, დაუშვებელია - გვრიტიშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე აშშ-ის საელჩოს

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის საელჩოს განცხადებას სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობად აფასებს.

მან მედიასთან ამ კუთხით ხელისუფლების წევრების განცხადებები "გაამართლა".

 

"მიჭირს წარმოვიდგინო სიტუაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიმე სახელმწიფოს წარმომადგენლობამ, რომელი სახელმწიფოს წარმომადგენლობაც არ უნდა იყოს ეს, მსგავსი კომენტარი გააკეთოს ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში და ამერიკის მმართველ პარტიას, ან იქაურ მოსამართლეებს მსგავსი რეაქცია და აღქმა არ ჰქონდეთ, რომ ეს გარკვეულწილად არის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის. ალბათ ამით არის გამოწვეული მმართველი პარტიის ეს კომენტარი, ნებისმიერი მსგავსი განცხადება იქნება თუ, უფრო უარესი, ბრალდება მოსამართლეების მიმართ, ვფიქრობ არის დაუშვებელი", - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ამ თემაზე კითხვას არ უპასუხა, რადგან თქვა, რომ განხილვა უზენაესს სასამართლოში უნდა გაგრძელდეს და მიმდინარე საქმეზე კომენტარი არაეთიკური იქნება.

იხილეთ აშშ-ს საელჩოს განცხადება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი