"რუსეთი დიალოგისთვის მზადყოფნის მოჩვენებით დროის მოგებას ცდილობს" | უკრაინის საგარეოს სპიკერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსი კოლეგის განცხადებას ეხმაურება. ოლეგ ნიკოლეკო ამბობს, რომ მოსკოვი უკრაინაში მშვიდობის აღდგენით დაინტერესებული არაა და დიალოგისთვის მოჩვენებითი მზადყიფნით დროის მოგებას ცდილობს. 

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი კვამლის საბურველია. რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ მოლაპარაკებებზე ყოველ ჯერზე, როდესაც რუსი ჯარები ბრძოლის ველზე მარცხდებიან. მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის აღდგენით.

დიალოგისთვის მზადყოფნის მოჩვენებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს მოიგოს დრო თავისი შენაერთების გადაჯგუფებისთვის, მოამზადოს ახლახან მობილიზებული რუსები, მიიღოს მეტი შეიარაღება, აღმოფხვრას ლოგისტიკის ხარვეზები და შემდეგ მიმართოს აგრესიის ახალ ტალღებს ახალი ძალებით. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2014-2015 წლებში", - თქვა ოლეგ ნიკოლენკომ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. 

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დღეს ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. მანამდე, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა. სუროვიკინმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის მოტივად ის დაასახელა, რომ სამხედროების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი