მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის | რა ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო

გამოქვეყნდა:

საკუთარი ტეროტიტორიების დეოკუპაციის პარალელურად, ოფიციალური კიევი რუსეთს შეთანხმებას სთავაზობს, საკუთარი პირობებით. დასავლელ მოკავშირეებთან ერთად შემუშავებულია სამშვიდობო შეთანხმება, რომლის გაფორმების შემთხვევაში რუსეთს უკან დახევა და მარცხის აღიარება მოუწევს.

დოკუმენტი ოფიციალურად ჯერჯერობით მიუწვდომელია, თუმცა ვრცელდება ძირითადი, პრინციპული პუნქტები. უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის კრემლს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, თუმცა ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ახალი საფრთხის წინაშე დადგეს საქართველო.

ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის ფონზე დასავლელი პარტნიორები საქართველოს უკრაინასთან ერთად აღარ მოიაზრებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ისტორიულ შანს კარგავს, დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და ქმნის ახალ საფრთხესაც - რუსული სამხედრო ძალა და ტექნიკა ქვეყნის საზღვრებს კიდევ უფრო მოუახლოვდეს

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი