უკრაინის ტერიტორიაზე ვახორციელებთ ზუსტ სარაკეტო დარტყმებს, პოლონეთის საზღვრიდან 35 კმ/ში - რუსეთის პასუხი

გამოქვეყნდა:

"რუსეთი სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს ზუსტი დარტყმებით, რომლებიც პოლონეთის საზღვრიდან, სულ მცირე, 35 კილომეტრით არის დაშორებული," - ამის შესახებ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, რუსეთი არანაირ კავშირში არ არის პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან.

იგივეს იმეორებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვიც. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ რუსეთს პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან კავშირი არ აქვს და ისინი უკრაინის მიერაა ჩამოგდებული:

"ჩვენ გავხდით კიდევ ერთი ისტერიული, გააფთრებული, რუსოფობიური რეაქციის მომსწრენი, რომელიც არ იყო დაფუძნებული რეალურ მონაცემებზე. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ რა მოხდა," - თქვა პესკოვმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში, პოლონეთში, S-300 ტიპის რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ მოხვდა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე. პოლონურმა მხარემ გამოძიება დაიწყო. გამოძიების შედეგებს ელოდება ნატო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი