
რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობს, რომ ევროკავშირში არ შეუშვეს. მან გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, რუსეთის ეკლესია ღიაა კომუნიკაციისთვის მათთან, ვინც უყვართ და ვინ არ უყვართ.
"მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ასე არ იყო არც ცივი ომის დროს. ჩნდება კითხვა: რატომ? თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, დაიწყეთ ჩემთან დიალოგი, დაამტკიცეთ თქვენი საქმე. მათ ამის ეშინიათ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა და არა მათ", - თქვა კირილმა.
ცნობისთვის, პატრიარქი კირილი პუტინთან დაახლოებული პირია, მან ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გაამართლა უკრაინაზე თავდასხმა.