
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტის ჩამოვარდნა, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა იყო.
"სავარაუდოდ, ეს იყო უბედური შემთხვევა. არის რუსეთის მასიური და სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე. რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ ომზე და რუსეთი არის პასუხისმგებელი ყველა უბედურებაზე, რაც ამ ომის შედეგად ხდება.
მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი თავდაცვის სისტემა, რომელიც დაიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას, განსაკუთრებით საზღვრიდან ასეთ მცირე მანძილზე, თუ არ არსებობს სტრატეგიული, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც სპეციალურ დაცვას ექვემდებარება“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაკეტა ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
ადგილზე ექსპერტებმა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, რომელშიც უკრაინაც ჩართულია.
იხილეთ ასევე: