მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შიშითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ვილნიანსკის საავადმყოფოს სამშობიაროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩვილი გარდაიცვალა, ქალი კი დაშავდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ისევ ხალხია.

ოკუპანტებმა კუპიანსკის მაღალსართულიანი შენობა და პოლიკლინიკა დაბომბეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა სერვისი მუშაობს ადგილზე.

მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შიშითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს. სამაგიეროდ, ის პასუხს აგებს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა".

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს უკრაინაში მომხდარ თავდასხმებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი