
უკრაინის სარკინიგზო კომპანია "უკრზალიზნიცას" გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ ხერსონს მსოფლიოს 20 ქვეყნიდან დიპლომატების დიდი ჯგუფი ეწვია.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ წარმატებით ჩავიყვანეთ ხერსონში და გამოვიყვანეთ 70-კაციანი დიპლომატებისა და ელჩების ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს 20 ქვეყანას", - დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს ხერსონი უკრანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა, ქალაქში სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ, რომელსაც მოსახლეობა დროშებით დახვდა. ხერსონის დაბრუნება ოკუპაციის დასაწყისიდანვე რჩებოდა უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნად.
14 ნოემბერს გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. პირველი მატარებელი კიევიდან ხერსონამდე 18 ნოემბერს ჩავიდა.