ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისთვის ხდება - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსკოვი ცდილობს მშვიდობიანი მოსხალეობა სიცივეში და სიბნელეში დატოვოს. მისი თქმით, ეს შემზარავი ტაქტიკა ვერ გატეხვას უკრაინის და მისი პარტნიორების სიმტკიცეს.

"უკრაინის მასშტაბით მილიონობით ადამიანი თავშესაფარშია, რადგან რუსეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაუშვა რაკეტები. უწყვეტი თავდასხმები ინფრასტრუქტურაზე მიმართულია იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივეში და სიბნელეში დარჩეს. ეს შემზარავი ტაქტიკა ვერ დაარღვევს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს", - წერს ბლინკენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი