ტყვეთა გაცვლაზე მოსალაპარაკებლად უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს აბუ-დაბიში შეხვდნენ - Reuters

გამოქვეყნდა:

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებების გასამართად ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეები ერთის მხრივ განიხილავენ სამხედრო ტყვეების განთავისუფლებას შესაძლებლობას. გამოცემას სამი წყარო ეუბნება, რომ ნებისმიერი გაცვლა დაკავშირებული იქნება რუსული ამიაკის ექსპორტის განახლებასთან, რომელიც უკრაინული მილსადენით აზიასა და აფრიკაში გადის.

როგორც გამოცემას ანონიმურმა წყარომ უთხრა, მხარეებს შორის მოლაპარაკებას მედიატორობას არაბული სახელმწიფო უწყევს და მაში გაერო არმონაწილეობს.

მოლაპარაკებები მიზნად ისახავს, მოხსნას არსებული წინაღობები და შეამსუბუქოს სურსათის გლობალური დეფიციტი უკრაინული და რუსული ექსპორტის განბლოკვის გზით.

მხარეები მოსალაპარაკებლად აბუ-დაბიში 17 ნოემბერს ჩაფრინდნენ. ამ დროისთვის უცნობია თუ რა შედეგით დასრულდა შეხვედრა.

Reuters თურქეთში უკრაინის ელჩსაც ესაუბრა, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ "ომის ტყვეების გათავისუფლება მოლაპარაკებების ნაწილია, რუსული ამიაკის ექსპორტის სანაცვლოდ".

მას არ დაუდასტურებია შეხვდნენ თუ არა უკრაინული და რუსული მხარეები აბუ-დაბიში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი