მერკელის თქმით, არ გააჩნდა პოლიტიკური ბერკეტი უკრაინაში შეჭრამდე პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

გამოქვეყნდა:

გერმანიის ყიფლმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ინტერვიუ მისცა ჟურნა Der Spiegel-ს სადაც ყვება, რომ პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე სცადა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების ორგანიზება უკრაინის თემაზე. მისივე თქმით, ეს ვერ შეძლო, რადგან ვლადიმერ პუტინზე საკმარისი ბერკეტები არ გააჩნდა.

ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ გეგმავდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ერთად მოლაპარაკებას პუტინთან ევროკავშირის ფარგლებში 2021 წელს, მისი ოფისის ბოლო ზაფხულს.

"მაგრამ მე აღარ მქონდა ძალა, რომ გამეძლო რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყველამ იცოდა: ის შემოდგომაზე მიდის", - თქვა მან.

მერკელმა, ასევე, ისაუბრა 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში მის ბოლო ვიზიტზე, რომლის დროსაც იგრძნო, რომ მას აღარ აღიქვამდნენ გავლენიან პოლიტიკოსად - "გრძნობა ძალიან მკაფიო იყო: ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლება აქვს მნიშვნელობა."

ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ არ ნანობს თანამდებობის დატოვებას დეკემბერში, რადგან გრძნობდა, რომ მისმა მთავრობამ ვერ მიაღწია წინსვლას არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის დროს, არამედ მოლდოვას, საქართველოს, სირიისა და ლიბიის კონფლიქტების კუთხით, რომელშიც რუსეთი იყო ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი