ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ხუთშაბათს გაემგზავრა კიევში, რათა შეხვდეს უკრაინის ხელმძღვანელობას და აღუთქვა მხარდაჭერა, რაც რუსეთის დამარცხებას დასჭირდება.

კლევერლიმ თქვა, რომ ბრიტანეთი "უკრაინის გვერდიგვერდ დგას" და რომ რუსეთის ომი "მარცხდება".

"რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება მანამდე, რამდენად იქნება საჭირო ამ მშნევიერი ქვეყნის აღდგენისთვის", - თქვა ჯეიმს კლევერლმა.

მან უკრაინას დამატებითი დახმარების პაკეტი გამოუცხადა. გარდა სასწრაფო დახმარების 24 მანქანისა, მასში კიდევ 11 სასწრაფო დახმარების მანქანა შევა, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანა.

პაკეტი მოიცავს 3 მილიონ ფუნტს ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა სკოლები და ბავშვთა სახლები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ განადგურდა.

თანხები ასევე მოხმარდება რუსული აგრესიის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი