შეხვედრის მოკლე მომენტები გვაქვს, ბავშვებისთვის საკმარისი არაა, ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება - ზელენსკა ოჯახზე

გამოქვეყნდა:

"მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება. იცით, ადვილია მარათონზე სირბილი, როცა იცი, რამდენი კილომეტრია, ჩვენ კი არ ვიცით, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება. ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ არის ახალი ემოციები, რომლებიც გვეხმარება. მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე - სამსახურშია. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს ალბათ ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენხანს, რამდენ ხანსაც გვინდა. ისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელოსა და მნიშვნელოვანზე, რაც ოჯახში ხდება". 

თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკიმ BBC-სთან. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი