
ხვალ, 28 ნოემბერს, ბერლინში, დიდი შვიდეულის იუსტიციის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების საკითხი იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის იუსტიციის მინისტრი ავრცელებს.
მარკო ბუშმანის განცხადებით, აუცილებელია რომ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები დეტალურად იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ.
"შვიდი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყანა დგას უკრაინის გვერდით. ორშაბათს და სამშაბათს, G7 ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ბერლინში პირველად შეიკრიბებიან. თემა: ომის დანაშაულები" - ამბობს ბუშმანი.