ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას იმავე რაოდენობით ან უფრო მეტითაც - Reuters

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი აპირებს გამოაცხადოს, რომ მომავალ წელს ლონდონი გააგრძელებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას - მინიმუმ იგივე (და შესაძლოა მეტი) მოცულობით, ვიდრე ახლა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელმაც წაიკითხა პრემიერმინისტრის გამოსვლის პროექტი, რომელიც მან ორშაბათს უნდა წაიკითხოს.

სუნაკი აპირებს კონკურენცია გაუწიოს კონკურენტ ძალებს "არა ლამაზი სიტყვებით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით".

ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩა, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში ორი პრემიერის ცვლილებისა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი