საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, საქართველოს მოქალაქეს ბრალი დაუმძიმოს - ზაზა გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმი და მათი მფარველები კრემლში ცდილობენ, ზაზა გახელაძეს ბრალი დაუმძიმონ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე დაჭრილი და ცხინვალში გატაცებული მოქალაქე ციხეში დიდი ხნით დატოვონ. ზაზა გახელაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 

"მთავარმა არხმა" დღეს გახელაძის დაჭრისა და გატაცების ერთადერთი თვითმხილველის ოჯახის კომენტარის ჩაწერა შეძლო. კობა ფარესაშვილი 11 ივლისს, სოკოს საკრეფად გახელაძესთან ერთად იმყოფებოდა და რეზონანსული საქმის მთავარი მოწმეა. ვინაიდან ფარესაშვილის ფსიქოლოფიური მდგომარეობა მძიმეა, მისი სათქმელი "მთავარს" ოჯახმა გადმოსცა. 

ფარესაშვილის დედის განმარტებით, მისი შვილი გახელაძესთან ერთად სოკოს საკრეფად წავიდა და უკან მარტო დაბრუნდა, ვინაიდან მათ თავს რუსი ოკუპანტები დაესხნენ, მის შვილს კი სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქცევა მნოუწია. ფარესაშვილმა ერთი გასროლა გაიგო, რაც ადასტურებს, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ ოკუპანტებმა გახსნეს და გახელაძე ფეხის არეში დაჭრეს. 

არც მავთულხლართებია, არაფერი არ არის იქ. იმათ ტერიტორიაზე არ ვიყავით ჩვენ გადასულებიო, - აღნიშნა ფარესაშვილის დედამ.

რუსეთის საგარეოს დეზინფორმაციული განცხადება და რეალობა, რომელიც ყველაზე უკეთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ იცის - ზაზა გახელაძის ოჯახი ირწმუნება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა ამინისტროს განცხადება დიზინფარმაციული შინაარსისაა და ემსახურება მხოლოდ ერთს, დაუმძიმდეს ბრალი საქართველოს დაჭრილ მოქალაქეს, რომელსაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ოკუპანტებისთვის ცეცხლის გახსნასაც ედავებიან. პარალელურად, “მთავართან” პირველ კომენტარს აკეთებს კობა ფარესაშვილის ოჯახი, ფარესაშვილი 11 ივლისს, სოკოს საკრებად გახელაძესთ ერთად იმყოფებოდა და საქმის ერთადერთი და მთავარი მოწმეა.

გახელაძეების ოჯახი შოკირებულია ოკუპანტი ქვეყნის დეზინფორმაციული განცხადებით. მათი აზრით, რუსეთი ცდილობს, მათ შვილს ბრალი დაუმძიმოს და დიდი ხნით გამოკეტოს ციხეში.

ჩემს შვილში დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არ დაუწყებდა სროლას, - ამბობს დაკავებულის მამა მიხეილ გახელაძე.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი