უკრაინის დედაქალაქ კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთად ჩავიდნენ. გამოცემა "Европейская правда" წერს, რომ ერთობლივი ვიზიტის დეტალები ჯერ ცნობილი არაა. 

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გამოაქვეყნა ფოტო მიხაილოვსკაიას მოედნიდან, განადგურებული რუსული ტექნიკის ფონზე.

"ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. რუსული რაკეტების "წვიმის" და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს", - წერს ედგარს რინკევიჩსი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი