ნატო გააგრძელებს უკრაინის კრიტიკულ და უპრეცედენტო მხარდაჭერას - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კრიტიკული და უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრიანის მიმართ გაგრძელდება. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ალიანსისთვის მოულოდნელი არ იყო და მზად იყვნენ მსგავსი სიტუაციებისთვის 2014 წლის შემდეგ.

სტოლტენბერგმა გაიმეორა, რომ ომი 2014 წელს დაიწყო, რაც გულისხმობდა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას.

"ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე. და მას შემდეგ ნატომ განახორციელა ჩვენი ალიანსის ყველაზე დიდი გაძლიერება, ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, მეტი ყოფნით ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი", - თქვა მან.

მისი თქმით, ამ წლის თებერვალში, შეჭრის დროს, უკრაინის შეარაღებული ძალები ბევრად უკეთ იყვნენ გაწვრთნილი, ვიდრე 2014 წელს.

"ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში", - თქვა მან.

ბუქარესტში სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო-ს მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭიროება იქნება და რომ ალიანსი უკან არ დაიხევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი