პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 350-ზე მეტ გენერატოროს გადასცემს.

"გერმანიის მთავრობამ მოკლევადიანი ფინანსური დახმარება გაუწია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებას დაახლოებით 56 მილიონი ევროს ოდენობით და უზრუნველყოფს 350-ზე მეტ გენერატორს", - განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ზელენსკიმ და შოლცმა ასევე განიხილეს გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და გრძელვადიანი აღდგენის კონტექსტში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი