რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას - შოიგუ

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ის 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ახალი სარაკეტო სისტემების განთავსების საშუალებებზე.

შოიგუმ დეპარტამენტის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეს მომავალი წლისთვის პრიორიტეტი იქნება რუსეთისთვის.

"2023 წლის კაპიტალური სამშენებლო პროექტების სიის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობას სტრატეგიული ბირთვული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე", - თქვა შოიგუმ. 

ორშაბათს რუსეთმა გადადო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან ბირთვულ იარაღზე, მაგრამ არ ასახელებს შეფერხების მიზეზებს.

შიოგუს თქმით, ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანების გაცემიდან ორ თვეში 300 000 რეზერვისტმა, მათ შორის მოხალისეებმა გაიარა ტრენინგი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი