
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ნიუ-იორკში "DealBook-ის" კონფერენციაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას პრეზიდენტმა მილიარდერს მიმართა:
"თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და შენი თვალით ნახე. ამის შემდეგ გვეტყვი როგორ დავამთავროთ ეს ომი, ვინ დაიწყო და როდის შეგვიძლია დავასრულოთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, მანამდე მასკიმ თქვა, რომ "სამშვიდობო წინადადებაა", რომ ომის შემდეგ დროებით ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, ხოლო სხვა ოკუპირებულ რეგიონებში განმეორებითი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.