დღეს, ზამთრის პირველ დღეს, თითქმის 6 მილიონ ადამიანს უკრაინის რეგიონების უმეტესობაში, ასევე, დედაქალაქ კიევში ელექტროენერგია არ აქვს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. 

მისი თქმით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში, ასევე კიევის, ვინიცას, ლვოვის, ოდესის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში.

ოთხშაბათს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ 9 ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, როდესაც ისინი ცდილობდნენ საკუთარი სახლების გათბობას ელექტროსადგურებზე რუსული თავდასხმების შემდეგ.

"უკრაინაში მხოლოდ ბოლო დღეს 131 ხანძარი დაფიქსირდა, მათგან 106 საცხოვრებელ სექტორში. ცხრა ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა", - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.

რუსეთმა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა გაახშირა თავდასხმები ენერგობიექტებზე, გადამცემ ხაზებზე, ელექსტროსადგურებზე, მიხანი ყინვის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის სითბოსა და სინათლის გარეშე დატოვებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი