
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება.
მისი თქმით, მოსკოვს არასდროს მისცემენ უფლებას ააშენოს იმპერია უკრაინის სულში.
“სამწუხაროდ, რუსეთის ტერორმა და სრულმასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა ზოგიერთი მოღვაწე, რომ ღირს ბოროტების ცდუნების დაძლევა. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, სადაც აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არცერთ აქტორს არ ექნება საშუალება, მანიპულირება მოახდინოს უკრაინელებზე და დაასუსტოს უკრაინა შიგნიდან”,- თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, გარდა ამ კანონპროექტის მომზადებისა, შესაბამის სამსახურს დაევალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის დებულების რელიგიური შემოწმება მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.