
ჩეხეთის საელჩო საქართველოში ელჩის, პეტრ მიკისკის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტთან დაკავშირებით წერს. მათი ინფორმაცით, ელჩმა უწყებაში ისაუბრა, რომ საკუთარ კომენტარში ის არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, არამედ ზოგად ვაჭრობაზე საუბრობდა.
საელჩოომ დაწერს ისიც, რომ მიკისკას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვიტიაშვილთან "ნაყოფიერი" შეხვედრა ჰქონდა.
"ელჩმა განმარტა, რომ მისი კომენტარი, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოღებული, არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას", - დაწერა საელჩომ და განმარტა, რომ "სანქციების საკითხზე საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიციას" აფასებენ და ეს იციან.
მანამდე კი 2 დეკემბერს დილით, ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
იხილეთ ასევე: