ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების მიმართულებით.
ბლინკენმა გაიმეორა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება - დარწმუნებულები იყვნენ, რომ კიევს აქვს საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის.
სამშაბათს დრონით თავდასხმა მოხდა მესამე რუსულ აეროდრომზე, რითიაც უკრაინამ აჩვენა რუსეთის შიგნით საჰაერო ბაზებზე თავდასხმის შესაძლებლობა.
კიევს პირდაპირ არ აუღია პასუხისმგებლობა, მაგრამ არც გაუკრიტიკებია თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა, დაზიანდა ბომბდამშენი, საწვავის ტანკერი.
ვაშინგტონმა თავი შეიკავა უკრაინის ძალებისთვის მიეწოდებინა ATACMS რაკეტები, რომლებსაც შეეძლოთ დარტყმა რუსეთის შიგნით, იმის შიშით, რომ ამას შეიძლება გამოეწვია რუსეთის ჯარებსა და აშშ-სა და ნატოს შორის პირდაპირი დაპირისპირება.