პოლონეთი ემზადება გერმანული Patriot-ის სისტემის საკუთარ ტერიტორიაზე განსათავსებლად

გამოქვეყნდა:

პოლონეთი ემზადება თავის ტერიტორიაზე გერმანული "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემის განსათავსებლად, მას შემდეგ რაც ბერლინმა უარი თქვა უკრაინაში ამ სისტემის განთავსებაზე.

ინფორმაცია პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე გაავრცელა.

გასულ თვეს, გერმანიამ პოლონეთს შესთავაზა "პატრიოტის" სისტემა, რათა დაეხმაროს ქვეყანას საჰაერო სივრცის დაცვაში, მას შემდეგ, რაც პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაიღუპა.

მოგვიანებით მინისტრმა გერმანიას სთხოვა სისტემის უკრაინაში გაგზავნა.

"გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული დავეთანხმე უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. დასავლეთ უკრაინაში პატრიოტების განლაგება გაზრდის პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას", - დაწერა მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი