უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იერიშით დაზიანებული ენერგეტიკული სისტემის სრული აღდგენა ახლა შეუძლებელია. მისი თქმით, ყველაზე მეტი გამორთვა ფიქსირდება კიევის, ლვოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, პოლტავას, ვინიცის რეგიონში და ზაკარპატიაში.
"ჩვენ მუდმივად ვზრდით ელექტროენერგიის გამომუშავებას და მიწოდებას - თითქმის ყოველდღე ვამატებთ მეტ მოცულობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს - და ყველამ არ უნდა დაგვავიწყდეს - რომ ახლა შეუძლებელია ენერგოსისტემის 100%-ით აღდგენა, როგორც ეს იყო რუსული ენერგოტერორის დაწყებამდე. დრო გვჭირდება. სწორედ ამიტომ რჩება გამორთვის გრაფიკები უმეტეს ქალაქებსა და რაიონებში", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენკიმ მადლობა გადაუხადა ენერგეტიკოსებს, შემკეთებლებს, ბიზნესს, ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ხალხის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.