რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში კრემლის ომი შესაძლოა "გრძელვადიან პროცესად" იქცეს.
ოთხშაბათს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან საუბრისას პუტინმა, რომ რუსული ჯარები მასობრივად გარბიან ბრძოლის ველიდან და განაცხადა, რომ მას არ სჭირირდება მეტი ჯარის მობილიზება - პროცესი, რომელმაც რუსეთში მნიშვნელოვანი არეულობა გამოიწვია.
"რაც შეეხება სპეცოპერაციის ნელ პროცესს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ მაშინ ახსენეთ, რომ ახალი ტერიტორიები გაჩნდა. ეს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის... აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვად იქცა. პეტრე I-იც კი იბრძოდა აზოვის ზღვაზე გასასვლელად", - თქვა პუტინმა.
პუტინი "ახალ ტერიტორიებში" უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს გულისხმობს, სადაც რუსეთთან შეერთებაზე უკანონო ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა.
ამავე შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებენ.