დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო ეს? - პუტინი უკრაინის ენერგოსისტემების დაბომბვაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ენერგეტიულ ობიექტებზე თავდასხმას ეხმაურება და ამ შემთხვევაშიც უკრაინას ადანაშაულებს. პუტინმა, რომელმაც განსაკუთრებით გაზარდა უკრაინის ენერგო სისტემაზე თავდასხმები ხარკოვიდან ჯარების გასვლის შემდეგ, თქვა, რომ ეს ყველაფერი კიევის დაწყებულია.

"ახლა დიდი ხმაურია ჩვენი თავდასხმების შესახებ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს?

ვინ მოხვდა ყირიმის ხიდზე, ვინ ააფეთქა ელექტროგადამცემი ხაზები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან, ვინ არ მიიტანა წყალი დონეცკში? [...] 

ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმოძრაოთ და საპასუხოდ რაღაც გავაკეთოთ - ხმაური ეს ხელს არ შეუშლის ჩვენს საბრძოლო მისიებს", - თქვა პუტინმა. 

პუტინის თქმით, არავის ხმა არ ამოუღია უკრაინის ქმედებებზე და ამ მიმართულებით სრული სიჩუმეა. 

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ენერგოსისტემებზე შეტევების გამო მილიონობით უკრაინელი სითბოსა და სინათლის გარეშე რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი