ვისთვის არის რუსეთი მტერი | ანნა ფოტიგა საქართველოს შესახებ რეზოლუციაში "ქართულ ლეგიონზე" წერს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი, დასავლური ღირებულებებისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია. ბრიუსელში, ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოს შესახებ რეზოლუციაში მორიგ შესწორებას ამზადებს - პოლიტიკოსი დოკუმენტში წერს, რომ ევროპა პატივს მიაგებს ქართული ლეგიონის წევრებს, რომლებიც რუსულ აგრესიას 2014 წლიდან ებრძვიან და რომ ომი უკრაინაში გადამწყვეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

ამ ევროპული პოლიტიკური დისკურსის ფონზე თბილისი ვეღარ მალავს შიშს კრემლისადმი და აშკარა ფაქტების აღიარებაც არ უნდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს ყველა გზით თავი აარიდა და არ უწოდა რუსეთს მტერი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი