დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, რუსეთმა ირანიდან დრონების ახალი პარტია მიიღო.
დაზვერვა აღნიშნას, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, დაფიქსირდა ცნობები ირანის მიერ ცალმხრიდავ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების შესახებ.
დაზვერვა ამბობს, რომ ეს ცნობები, ჯერ კიდევ გადასამოწმებელია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ რუსეთმა ამოწურა თავისი წინა მარაგი რამდენიმე ასეული შაჰედ-131-ისა და 136-ის, და ახალ მიიღო ახალი პარტია.
განახლებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 6 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია 17 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ, მათ შორის 14 შაჰედ-136-ის.
2022 წლის 7 დეკემბერს, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს ირანის მიერ მიწოდებული OWA უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ, რომელთა სამიზნეც ზაპოროჟიესა და დნიპროს ოლქს ისახავდა.