ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა და გლობალური სამშვიდობო სამიტის მოწვევის ინიციატივა გააჟღერა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. უკრაინული უწყებების ცნობით, ზელენსკიმ გლობალური სამშვიდობო სამიტის მოწვევის ინიციატივა გააჟღერა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს 9 დეკემბერს გამოცხადებული თავდაცვის კიდევ ერთი პაკეტისთვის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის.

საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დახმარების მნიშვენლობას უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღდგენის კუთხით.

ცნობისთვის, კვირას უკრაინის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი