ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუს სამხედრო მეთაურებსა და ირანელ ბიზნესმენებს უკრაინაზე თავდასხმებისთვის

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ზომები მიზნად ისახავს რუს სამხედრო მეთაურებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმაში, ასევე, ირანელ ბიზნესმენებს, რომლებიც კრემლისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ.

12 სანქცირებულ რუს მეთაურს შორის მოხვდა გენერალ-მაიორი რობერტ ბარანოვი, რომელიც "Bellingcat"-ის გამოძიების მიხედვით, რუსული საკრუიზო რაკეტების დაპროგრამებისა და დამიზნების მეთაური იყო.

სანქციები შეეხება რუს მაღალჩინოსნებსაც რუსეთის არმიაში მათი როლისა და უკრაინაში არაადამიანური, არაპროვოცირებული შეჭრის გამო. 

"დღევანდელი სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ თვითმფრინავების წარმოებას, მათ შორის MADO-ს თანამფლობელი და მმართველი დირექტორი, კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია იმ დრონების ძრავების წარმოებაზე, რომლებსაც რუსეთი იყენებდა უკრაინაში", - წერია განცხადებაში. 

ეს სანქციების მე-16 პაკეტია, რომელიც ბრიტანეთმა მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი