უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის უძრავი, მოძრავი ქონებისა და ფულის კონფისკაცია მოახდინა.

კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს ჩამოერთვა:

  • მეჟიჰირიაში ცნობილი სახლი "ხონკა", სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსი სუხოლუჩიეში;
  • ბინა ობოლონსკაიას სანაპიროზე; პარკირების ადგილები;
  • 31 მილიონი გრივნა და 84,9 ათასი დოლარი საბანკო ანგარიშებზე; OOO Tantalit-ისა და Dom Lesnik-ის საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილი;
  •  კულტურის 537 ძვირფასეულობა,18,7 მილიონ ევროდ შეფასებული (წიგნები, ხატები, ნახატები, ანტიკვარული ავეჯი, საათები, ვაზები, საბერები, თოფები და მე-19 საუკუნის ქვემეხიც კი).

ცნობისთვის, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წლის "ევრომაიდნის" გამოსვლების შემდეგ გაიქცა. ის როგორც ცნობილია, ის რუსეთში ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი