"საჭიროდ მიმაჩნია დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" | უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ნება დართონ, მოინახულოს უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი საკუთარ ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

ომბუდსმენის წერს, რომ შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ომბუდსმენი ქართულმა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყონ მისი სათანადო სამედიცინო დახმარება, ან ხელი შეუწყოს გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მე პირადად, როგორც უკრაინის ომბუდსმენი, საჭიროდ მიმაჩნია, დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ‼️ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმიყვანოს უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშს და შეშფოთებას იწვევს.

ამიტომ ქართულმა მხარემ მას უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობები. ან ხელი შეუწყოს გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში. ბოლოს და ბოლოს, უკრაინა, როგორც დემოკრატიული და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას! - წერს ომბუდსმენი.

მანამდე კი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც წერია რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი