რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ვინმეს „შთანთქმა“ და რომ დაუზუსტებელ „მტრებს“ სურთ შეაჩერონ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრეციული პროცესები.
"რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით. დღეს ამას უბრალოდ აზრი არ აქვს" - თქვა პუტინმა რუსული სახელმწიფო მედია ТАСС-ის ცნობით.
19 დეკემბერს, პუტინი სამი წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებისთვის. ბელარუსმა, რომელიც რუსეთის მოკავშირეა თებერვალში მოსკოვის ჯარს ნება დართო გამოიყენებინათ მისი ტერიოტირა უკრაინაში შეჭრის დასაწყებად.
უკრაინაში ფიქრობენ, რომ კრემლი ახალ შეტევას სწორედ ბელაურისდან შეიძლება ამზადებს, რის გამოც საზღვრის გამაგრება იწყება.