რუსეთის ქალაქ ტიუმენის ცენტრალურმა საოლქო სასამართლომ აქტივისტი ალისა კლიმენტოვა დამნაშავედ ცნო რუსული არმიის დისკრედიტაციაში ტროტუარეზე "НЕТ В***Е" წარწერის გაკეთებისთვის. 

აქტივისტი 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს.

ოქტომბერში კლიმენტოვამ მოახერხა ადმინისტრაციული საქმის თავიდან აცილება, რადგან მან შეძლო დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ მან დაწერა არა ფრაზა "არა ომი", არამედ "არა ვობლას", [ нет вобле ] რადგან არ მოსწონდა ეს თევზი.

თუმცა, საქმე მალევე დაუბრუნდა ახალ სასამართლო პროცესს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი