უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ის აშშ-ში მიემგზავრება. ეს თებერვალში, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა:
"მივდივარ აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, მე და ჯო ბაიდენი განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას და ასევე ვიქნები გამოსვლა კონგრესზე და რიგ ორმხრივ შეხვედრებზე".