"ზელენსკის ვიზიტი ომის ახალ ფაზას უკავშირდება" | კირბი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, მაშინ, როცა უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შედის, კარგი დროა, რომ ორი ლიდერი პირისპირ დასხდეს და ისაუბროს.

"პრეზიდენტს სჯერა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, როცა შევდივართ ამ ომის, პუტინის აგრესიის ახალ ფაზაში, ორი ლიდერისთვის კარგი დროა, პირისპირ დასხდნენ და ისაუბრონ", - თქვა კირბიმ.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა. ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკი ქვეყანას ტოვებს. 

ვაშინგტონში ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენი ზელენსკის ვიზიტისას $1,8 მილიარდი ღირებულების ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მედიის ცნობით დახმარების პაკეტში Patriot-ის სისტემაც შევა. CNN რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ აშშ უკვე ასრულებდა მუშაობას უკრაინაში ამ სისტემის გაგზავნის გეგმაზე. 

ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი