მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. ამ დროისთვის ოფიციალური ცნობები და ფოტო-ვიდეო მასალა ჯერ არ გავრცელებულა. 

BBC წერს, რომ ინფორმაცია მათ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს.

ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა. 

ცნობილია, რომ ვაშინგტონში ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თბილისის დროით 23:30-ზე შეხვდება. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენი ზელენსკის ვიზიტისას $1,8 მილიარდი ღირებულების ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მედიის ცნობით დახმარების პაკეტში Patriot-ის სისტემაც შევა. CNN რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ აშშ უკვე ასრულებდა მუშაობას უკრაინაში ამ სისტემის გაგზავნის გეგმაზე. 

ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი