უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს კონგრესის წევრებს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ. სიტყვით გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა დასძინა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია დაეხმაროს მის განხორციელებაში.
"ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ. უკრაინამ უკვე შესთავაზა წინადადებები, რომლებიც ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან, ჩვენი სამშვიდობო ფორმულა - 10 პუნქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის... და სამიტი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს. [...]
თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. ნამდვილად თქვენ შესაძლებლობაშია, დაგვეხმაროთ პასუხისგებაში მიეცეს ყელა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასსუი აგრესიისთვის და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანი", - თქვა ზელენსკიმ.
იხილეთ ასევე: