ზელენსკის გუნდი სამშვიდობო გეგმის წარდგენას 2023 წლის თებერვალში გეგმავს - WSJ

გამოქვეყნდა:

The Wall Street Journal ევროპელ და უკრაინელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი სამშვიდობო გეგმას 2023 წლის 24 თებერვლას, ან ამ თარიღთან მიახლოებით პერიოდში წარადგენს.

WSJ-ის ცნობით, ევროპელი და უკრაინელი დიპლომატების თქმით, ზელენსკის გუნდი ახლა სამშვიდობო გეგმას კონკრეტული შინაარსით ავსებს. იგი აპირებს წარმოადგინოს თავისი იდეები რუსეთის შემოჭრის პირველ წლისთავზე 24 თებერვალს ან ამ თარიღთან ახლოს.

ამავდროულად, მედია აღნიშნავს, რომ აშშ-ს, უკრაინისა და ნატოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პოზიცია ნებისმიერ შესაძლო მოლაპარაკებებში, რომელშიც ის მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობებს მოითხოვს, დამოკიდებული იქნება მის პოზიციაზე ბრძოლის ველზე.

"აიტომ,კიევს სურს მოემზადოს პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამხედრო გამარჯვებების მოპოვებით", - წერს WSJ.

ცნობისთვის, უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც ესაუბრა და თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ გეგმას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი