გერმანიამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაზვერვის თანამშრომელი დააკავა

გამოქვეყნდა:

გერმანიის მოქალაქე, რომელიც მუშაობდა ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოთხშაბათს დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

გერმანიის გენერალური პროკურორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული ეჭვმიტანილია ღალატში. 

"2022 წელს მან რუსეთის დაზვერვის სამსახურს გადასცა ინფორმაცია, რომელიც მოიპოვა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. შინაარსი არის სახელმწიფო საიდუმლოება სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლით", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. მის გარდა პოლიციამ კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სამუშაო ადგილი გაჩხრიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი