რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ კრემლის ქმედებები მიუთითებს, რომ პუტინს სურს დრო ჰქონდეს გადაჯგუფებისთვის, რათა შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები განაახლოს. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით მან Financial Times-სთან ისაუბრა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთმა ბოლო თვეებში 200 000-მდე ადამიანი მოაბილიზა და პარალელურად მოსკოვი ცდილობს იარაღსა და საბრძოლო მასალის შესახებ მოლაპარაკებას სხვა ავტორიტარულ მოკავშირეებთან, პირველ რიგში, ირანთან.

"რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყოს ჯარების გაყვანა შობამდე, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ შეძლოს გადარჩენა, როგორც სუვერენულმა, დემოკრატიულმა, ევროპულმა სახელმწიფომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი