თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ უკრაინა დროებით ოკუპირებულ ყირიმს კომბინირებულად დააბრუნებს - როგორც ძალით, ასევე დიპლომატიური გზით. ამ თემაზე მან LIGA.net-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ყირიმი დაბრუნდება კომბინირებული გზით: ძალითაც და დიპლომატიურიც. მაგრამ ძალის გარეშე არაფერი მოხდება. ჩვენი დანაყოფები იქ იარაღით ხელში წავლენ", - თქვა მან.
ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაუბრუნებს.