პუტინის ომი უკრაინაში, ქართველი პოლიტპატიმრები და "ოცნების" რუსული რიტორიკა | რითი დაგვამახსოვრა თავი 2022-მა წელმა

გამოქვეყნდა:

ომი უკრაინაში სამწუხაროდ ამ წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. ვლადიმერ პუტინის მიერ 24 
თებერვალს წამოწყებული სისხლისმღვრელი დაპირისპირება მთელი წლის განმავლობაში არა მხოლოდ პოლიტიკის მთავარი მოვლენა იყო, არამედ ყველაზე დიდ გავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა პროცესზე მსოფლიოში.

ეკონომიკური აქტივობა, ენერგო-მატარებლების ფასები, ვალუტის კურსი, მიგრაცია, ვაჭრობა, კულტურული და სოციალური ურთიერთობები უკრაინაში რუსულმა სამხედრო ინტერვენციამ სრულიად სხვა სივრცეში გადაიყვანა.

ასე ხდებოდა საქართველოშიც, რომლის ხელისუფლებამაც ყველაფერი გააკეთა, რომ მისი პოზიცია აშკარა არ ყოფილიყო, თუმცა ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" მთელი წლის განმავლობაში, ისე როგორც არასდროს, ძირითადად კრემლის ინტერესებში მოქმედებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი