გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმას ირანული დრონებით - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ თავდასხმებს ირანული "შაჰედის" დრონებით. 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი შაჰედებთან ხანგრძლივ შეტევას გეგმავს. მისი ფსონი შეიძლება იყოს გამოფიტაზე. ჩვენი ხალხის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ენერგეტიკული სექსტორის", - თქვა ზელენსკიმ ორშაბათს ღამის მიმართვაში.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს რუსეთის თვითმფრინავების გეგმების ჩავარდნა. მისი თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის თავზე უკვე 80-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი