
უკრაინის ეროვნული უსაფრხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ არ აწარმოებენ მოლაპარაკებას რუსეთთან ე.წ. საშობაო ზავზე. მან ცეცხლის შეწყვერას თვალთმაქცობა უწოდა.
დანილოვი ამბობს, რომ არავინ დაიჯერებს "ნაძირლების" სიტყვას, რომლებიც კლავენ ბავშვებს, ბომბავენ სამშობიაროებს, აწამებენ პატიმრებს.
"და ვის სთავაზობენ ისინი [რუსები] ამ ზავას? არის საკმაოდ მარტივი გამოსავალი - აიღეთ ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. ჩვენ არ ვაპირებთ მათთან რაიმე ზავზე მოლაპარაკებას. ამას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს", - ამბობს დანილოვი.
ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. იხილეთ: