პუტინი სულის მოთქმას ცდილობს, მზად იყო ახალ წელს საავადმყოფოები, ბაღები დაებომბა - ბაიდენი "ზავზე"

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებზე უკრაინაში ე.წ. "ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის" შესახებ. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ახლა ძალების მოკრებას და სულის მოთქმას ცდილობს.

"არ მინდა ვუპასუხო იმას თუ რას ამბობს პუტინი. საინტერესოა, რომ ის მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები... 25 დეკემბერს და ახალ წელს.  ვფიქრობ, ის სულის მოთქმას ცდილობს", - თქვა ბაიდენმა. 

ცნობისთვის, პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა. პუტინის განკარგულებით, რეჟიმი 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი