"ცეცხლის შეწყვეტა" სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომლის მიზანიც უკრაინის რეპუტაციის შელახვაა - ISW

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ 36 საათიანი "ცეცხლის შეწყვეტის" განკარგულების გაცემა, საინფორმაციო ოპეაციაა, რომლის მიზანის უკრაინის რეპუტაციის შელახვაა. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "პუტინი შესაძლოა ცდილობდეს 36-საათიანი პაუზის უზრუნველყოფას რუსეთის ჯარებისთვის დასვენების, ანაზღაურებისა და ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების ხელახალი ორიენტაციისთვის". 

ISW ამბობს, რომ ასეთი პაუზა არაპროპორციულ სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს და დაიწყებს უკრაინისთვის ინიციატივის წართმევას.

"პუტინს არ შეიძლება გონივრული მოლოდინი ჰქონდეს, რომ უკრაინა შეასრულებს ამ მოულოდნელად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობებს", - აღნიშნულია განახლებაში. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა ამ გზით რუსეთი ცდილობდეს უკრაინა წარმოაჩინოს მხარედ, რომელსაც არ სურს გადადგას აუცილებელი ნებიჯები მოლაპარაკებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი